აღწერა
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის (მენტორის) პოზიციაზე!
ჩვენ ვართ კომპანია "ბიომარკეტი", ქოლცენტრი, რომელიც მუშაობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია დაკავებულია სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი და შემანარჩუნებელი საშუალებების ონლაინ გაყიდვით. ვეძებთ ახალგაზრდა მოტივირებულ უფროს გაყიდვების მენეჯერს (მენტორს)!
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
** რუსული ენის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აუცილებელია);
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა (სავალდებულო);
** ეფექტური სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილი აზროვნება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერებისთვის გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული მითითებების მიცემა;
** ახალი თანამშრომლებისათვის გასაყიდი პროდუქციის გაცნობა და გაყიდვის ტექნიკის ახსნა.
ჩვენთან მუშაობით თქვენ მიიღებთ:
** პროფესიონალურ ტრენინგებს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] subject_ში აუცილებლად მიუთითეთ უფროსი გაყიდვების მენეჯერი (მენტორი).
გისურვებთ წარმატებებს! |